ჩინეთში მოსწავლეებზე მამაკაცის თავდასხმის შედეგად 7 ბავშვი დაიღუპა
ჩინეთში, შანსის პროვინციაში ერთ-ერთი საშუალო სკოლის მოსწავლეებს მამაკაცი დაესხა თავს, რის შედეგად 7 მოსწავლე დაიღუპა და 12 დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ადგილობრივი დროით 18:10 საათზე მოხდა, როდესაც მოსწავლეები სკოლიდან სახლებში მიდიოდნენ.
თავდამსხმელი დაკავებულია. დანაშაულის ჩადენის მიზეზები უცნობია.
დაშავებული მოსწავლეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ინტერპრესნიუსი"