"ამ სიბინძურის შემხედვარე შეიძლება კაცმა ხელი ჩაიქნიო ექიმობის ტვირთის ტარებაზე და წახვიდე, სხვა გზა იპოვო ცხოვრებაში"
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო სკანდალში გაეხვია ოპერაციის გამო, რომელიც კლინიკის ექიმებმა ორი თვის ნენე მოდებაძეს ჩაუტარეს და დოლბანდის ტამპონი ჩაუტოვეს. ფაქტი, რომ ქართველ ექიმებს ბავშვის მუცელში დოლბადნი დარჩათ, ფრანგმა მედიკოსებმაც დაადასტურეს. აღნიშნულ ამბავს აარაერთი ადამიანი გამოეხმარა და ქართველი ექიმების მიმართ კრიტიკული გამონათქვამებიც უხვად დაგროვდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იაშვილის კლინიკასა და იქ მომუშავე ექიმებს ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდათ, მათ შორის აღმოჩნდა ბავშვთა ქირურგი, გადაცემა "ექიმების" წამყვანი ლევან ხარაშვილი, რომელმაც საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:
"მე მეამაყება, რომ იაშვილის კლინიკის ქირურგი ვარ. მეამაყება , რომ იმ ექიმებმა ''გამზარდეს'' ვისაც ლანძღავენ, წყევლიან და სიკვდილამდეც მიუყვანიათ არაადამიანებს. ამ ადამიანების წყალობით მაქვს იმის პრივილეგია, რომ ბავშვებს ვუმკურნალო და გადავარჩინო. ამ სიბინძურის შემხედვარე შეიძლება კაცმა ხელი ჩაიქნიო ექიმობის ტვირთის ტარებაზე და წახვიდე, სხვა გზა იპოვო ცხოვრებაში, რაც არავის გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენ ასე არ მოვიქცევით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, სწავლას, სწავლებას, გავითარებას, ბავშვების მკურნალობას და გადარჩენას...,"- წერს ექიმი სოციალურ ქსელში.