"ნიკუშამ თმაც კი შეიღება" - რატომ შეიღება სააკაშვილის ვაჟმა თმა?
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკში" უმცროს ვაჟთან ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად ჰოლანდიაში გადაღებული ფოტო გაავრცელა. ფოტოზე ნიკუშას თმა ნარინჯისფერად აქვს შეღებილი. ფოტოს თან სააკაშვილის პოსტიც ახლავს:
"დღეს ჰოლანდიის მეფის დაბადების დღეა - ეროვნული დღესასწაული. მთელი ამსტერდამი ნარინჯისფერში გამოეწყო - ეს მათი ეროვნული ფერია. ამსტერდამის არხები სავსეა ნარინჯისფრად ჩაცმული ჰოლანდიელებით, რომლებიც ნავებში სხედან. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით და მეფის პატივსაცემად, ჩვენი ოჯახის მთავარმა ჰოლანდიელმა ნიკუშამ თმაც კი შეიღება" - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. წყარო