ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ვანში ქვეითად მოსიარულეებს ავტომობილი შეეჯახა - კვირის პალიტრა

ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ვანში ქვეითად მოსიარულეებს ავტომობილი შეეჯახა

ვანში, ავტომობილის შეჯახების შედეგად, ქვეითად მოსიარულე ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს როგორც "ინტრეპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს - ქმედებას ჩადენილს მთვრალ მდგომარეობაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

"ინტერპრესნიუსი"