12 უბნის წინასწარი მონაცემებით, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული 12 უბნის წინასწარი მონაცემებით, ვანისა და ხონის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ლიდერობს.
12 უბნის წინასწარი მონაცემებით, გივი ჭიჭინაძის შემდეგ მეორე ადგილზე "ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავაა.
ცესკო უბნების მონაცემებს ვებ-გვერდზე http://results.cec.gov.ge აქვეყნებს.
ვანსა და ხოში 60-ვე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო 6 კანდიდატი.
არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პარტია "ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია "საქართველოს" კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, "ტრადიციონალისტების" კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის მაჟრიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.
ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.