"ოცნებად მქონდა სწავლის დამთავრების შემდეგ რომელიმე სოფელში წასვლა"- სვანეთში გადასახლებული ახალგაზრდა წყვილის ამბავი - კვირის პალიტრა

"ოცნებად მქონდა სწავლის დამთავრების შემდეგ რომელიმე სოფელში წასვლა"- სვანეთში გადასახლებული ახალგაზრდა წყვილის ამბავი

სოფიო სუხიშვილმა msoblebi.ge-ს გაუზიარა,  თუ როგორ გადასახლდა დედაქალაქიდან შორეულ სვანეთში და სწორედ იქ იპოვა ოჯახური ბედნიერება:

"მე და ჩემი მეუღლე, გოდერძი აფციაური, დავიბადეთ და გავიზარდეთ თბილისში. ერთმანეთი თბილისის ერთ-ერთ ტაძარში გავიცანით და 4 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ დაქორწინება. მე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე. სპეციალობით ფილოლოგი ვარ. მუდამ ოცნებად მქონდა სწავლის დამთავრების შემდეგ რომელიმე სოფელში წასვლა და ჩემი ცოდნის რეალიზება. ჩემი მეუღლე პროფესიით ლოტბარია. დაამთავრა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებელი. ერთ-ერთ საღამოზე რუსთაველის თეატრში ბატონმაივანე ჩხარტიშვილმა და ამ სასწავლებლის მოამაგემ და საოცარმა ლექტორმა, ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა განაცხადეს, წლევანდელი კურსდამთავრებულები წავლენ სოფლებში და იქ ასწავლიან ბავშვებს ქართულ სიმღერასა და გალობასო. ამაში მათ დაეხმარება და დააფინანსებს ფონდი ქართული გალობაო.

სიხარულით ცას ვეწიეთ. ეს ფონდი უამრავ სიკეთეს აკეთებს დღევანდელ ქართულ კულტურულ ცხოვრებაში. ასე გადანაწილდნენ გალობის სასწავლებლის ბიჭები სხვადასხვა კუთხეში მასწავლებლებად. ჩემი მეუღლე წარმოშობით მთიულია, თუმცა დედა სვანი ჰყავს და სვანეთში გაიზარდა. იცის თავისუფლად სვანური ენა და ცხოვრობს, როგორც ადგილობრივი მკვიდრები ცხოვრობენ.

ჩვენ ზემო სვანეთში, მესტიის რაიონ სოფელ ლატალში გოდერძის ბაბუის, სახელოვანი და გამორჩეული ვაჟკაცი კაცის, პედაგოგ შალვა კვანჭიანის სახლში დავსახლდით

(ამ კაცის სახელი და ღვაწლი ფეხდაფეხ მოგყვება და გვინათებს გზას). გოდერძი ლატალსა და მესტიაში ასწავლის საგალობლებსა და სვანურ სიმღერებს, ასევე საკრავებზე დაკვრას. უკვე მეხუთე წელია აქ ვცხოვრობთ.

თავიდან ჩემს მშობლებს ძალიან ეშინოდათ ჩემი აქ წამოსვლის, მაგრამ როდესაც ნახეს, რა ბედნიერი ვარ ჩემი მეუღლის გვერდით, ასმაგად გაბედნიერდნენ. ყველაფრის მიუხედავად, იყო სირთულეები. გარემო, რომელსაც არ ვიყავი მიჩვეული... შრომა... თბილისისგან განსხვავებული პირობები... თუმცა ვთვლი, რომ თუ ადამიანი ბედნიერია, ის ყველანაირ პირობებს აიტანს. დღემდე აღფრთოვანებული ვარ აქაური ხალხით. ჩემი მეუღლის დედა, დეიდები, ოჯახი და ზოგადად მთელი მისი აქაური სანათესაო ჩემი სიამაყეა. იმდენად დიდ სითბოს ვგრძნობ მათგან, ვერ აღვწერ განაგრძეთ კითხვა