"ბიბლუსი" აპრილში ყველაზე კარგად გაყიდული წიგნების ათეულს აქვეყნებს
საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში აპრილის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპათეულში მოხვდა ის წიგნები, რომლებიც პირველი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ყველაზე მეტი გაიყიდა "ბიბლუსის" 56 ფილიალში.
მხატვრული ლიტერატურის ათეულის საპატიო პირველ ადგილს ქართველი მწერლის, თემურ ბაბლუანის წიგნი "მზე, მთვარე და პურის ყანა" იკავებს. მეორე ადგილს კვლავ არ თმობს თანამედროვე თურქი მწერლის, ელიფ შაფაქის, ცნობილი რომანი "სიყვარულის 40 წესი". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ეს წიგნი ყველაზე პოპულარულ სამეულში ხვდება. მესამე პოზიციაზე კი ქართველი მწერლის, თათული ღვინიანიძის, სადებიუტო რომანია - "აღიარება ხელისგულზე", რომელიც 2017 წელს გახდა დიდი ლიტერატურული კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორი" - გამარჯვებული და მალე მოიპოვა პოპულარობა.
რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპათეულში დიდი წილი კვლავ შემეცნებით წიგნებზე მოდის.
მხატვრული ლიტერატურა
1. თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა"
2. ელიფ შაფაქის "სიყვარულის 40 წესი"
3. თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე"
4. რ. ჯ. პალაციოს "საოცრება"
5. ჰოლი სმეილის "გიკი გოგო - ყველაფერი, რაც ბრწყინავს"
6. ერიხ მარია რემარკის "ნასესხები სიცოცხლე"
7. დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა"
8. მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდი"
9. სოფიკო არდიას "გროსმაისტერი"
10. ჯოან როულინგის "ფილოსოფიური ქვა"
საბავშვო წიგნი
1. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის და შენი დღიური"
2. საიდუმლო წიგნაკი გოგონებისთვის
3. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური"
4. ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი
5. საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია
6. გოდერძი ჩოხელის მოთხრობები
7. საბავშვო ენციკლოპედია
8. პირველი ენციკლოპედია მოსწავლისათვის
9. საიდუმლო წიგნაკი ბიჭებისათვის
10. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური - მწარე სიმართლე"