NDI-ის კვლევა: გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, აპრილში გამოკითხული მოსახლეობის 42% აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო.
კითხვაზე, საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი, აპრილში გამოკითხული მოსახლეობის 48% აცხადებს, რომ კარგი მოვლენა იყო, ხოლო 10% აცხადებს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.
როგორც "ეროვნულ-დემოკრატიულ" ინსტიტუტში განმარტავენ, თუკი ადამიანი ფიქრობს, რომ სსრკ-ს დაშლა კარგი მოვლენა იყო, არსებობს დიდი ალბათობა (დაახლოებით 75%) იმისა, რომ ეს ადამიანი მხარს უჭერდეს ქვეყნის გაერთიანებას ევროკავშირში.
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია. ]
იხილეთ ასევე: თბილისში გამოკითხული მოსახლეობის რამდენი პროცენტი აფასებს კალაძის საქმიანობას დადებითად?