"ბავშვს უთქვამს, დანა მომაწოდა, დედას დაარტყიო და დანა დამარტყმევინაო"- რას ამბობს ბარნოვზე მოკლული გოგოს მამა? - კვირის პალიტრა

"ბავშვს უთქვამს, დანა მომაწოდა, დედას დაარტყიო და დანა დამარტყმევინაო"- რას ამბობს ბარნოვზე მოკლული გოგოს მამა?

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თამარ გამრეკელაშვილის მამის თქმით, მკვლელობაში ბრალდებულმა ზვიად ბაქრაძემ მკვლელობაში მონაწილეობა მოკლულის ერთ-ერთ შვილსაც მიაღებინა.

როგორც "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მამამ განაცხადა, მან აღნიშნულის შესახებ დღეს საღამოს გაიგო. მისი თქმით, ის ამ საუბარს შემთხვევით შეესწრო. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ ბავშვს თამარ გამრეკელაშვილიზე დანა დარტყმევინა.

ზვიად გამრეკელაშვილის განცხადებით, ოჯახი ბავშვებთან ამ თემაზე საუბარს ერიდება და აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგების დახმარებით მომხდარი საზარელი მკვლელობის ბევრი დეტალი გაირკვევა.

„ ამ საღამოს გავიგე, რომ ბავშვს უთქვამს, დანა მომაწოდა, დედას დაარტყიო და დანა დამარტყმევინაო. ამის ირგვლივ მსჯელობას ბავშვებთან გაურბის ჩვენი ოჯახი და ჯერჯერობით ბევრი რამ დასადგენია. ეს დამნაშავე რა კუთხით შეეცდება გადარჩენას, თავის დაცვას, საინტერესო არაა“, - აღნიშნა ზვიად გამრეკელაშვილმა. ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თამარ გამრეკელაშვილის მამის თქმით, მკვლელობაში ბრალდებულმა ზვიად ბაქრაძემ მკვლელობაში მონაწილეობა მოკლულის ერთ-ერთ შვილსაც მიაღებინა.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მამამ განაცხადა, მან აღნიშნულის შესახებ დღეს საღამოს გაიგო. მისი თქმით, ის ამ საუბარს შემთხვევით შეესწრო. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ ბავშვს თამარ გამრეკელაშვილიზე დანა დარტყმევინა.

ზვიად გამრეკელაშვილის განცხადებით, ოჯახი ბავშვებთან ამ თემაზე საუბარს ერიდება და აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგების დახმარებით მომხდარი საზარელი მკვლელობის ბევრი დეტალი გაირკვევა.

„ ამ საღამოს გავიგე, რომ ბავშვს უთქვამს, დანა მომაწოდა, დედას დაარტყიო და დანა დამარტყმევინაო. ამის ირგვლივ მსჯელობას ბავშვებთან გაურბის ჩვენი ოჯახი და ჯერჯერობით ბევრი რამ დასადგენია. ეს დამნაშავე რა კუთხით შეეცდება გადარჩენას, თავის დაცვას, საინტერესო არაა“, - აღნიშნა ზვიად გამრეკელაშვილმა.