"ჩემმა ახლობელმა პირველად გასინჯა ეს უცნობი ნარკოტიკი და გარდაიცვალა" - რას ამბობს ჯონდი ბაღათურია
ჩემი ახლობელია ერთ-ერთი გარდაცვლილი. ბავშვმა პირველად გასინჯა ეს ნარკოტიკი და გარდაიცვალა.როგორც სამეგობროში ვრცელდება ინფორმაცია, ეს მოხდა კლუბ "ბასიანში", ამის შესახებ ჯონდი ბაღათურიამ პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელსა და მედიაში ვრცელდება ინფორმაცია თბილისში ახალგაზრდების მძიმე ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებით. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნივთიერება "მეფედრონის" ინტოკსიკაციით თბილისში ბოლო ორ კვირაში ორი ახალგაზრდა - 22 წლამდე ასაკის გოგონა და ბიჭი გარდაიცვალნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, საქმეებზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია ექსპერტიზები, რომელთა დასრულების შემდეგაც გამოვლინდება ახალგაზრდების გარდაცვალების რეალური მიზეზი.