რა გახდა ბორჯომში ხანძრის გაჩენის მიზეზი? - რას ამბობს მღებრიშვილი? - კვირის პალიტრა

რა გახდა ბორჯომში ხანძრის გაჩენის მიზეზი? - რას ამბობს მღებრიშვილი?

ბორჯომში, სოფელ საკირეთში ხანძრის გამომწვევი მიზეზი ადამიანური ფაქტორია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა. მღებრიშვილი ბუნებრივად ხანძრის გაჩებას კატეგორიულად გამორიცხავს.

"მიზეზი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ არის ადამიანური ფაქტორი. ყველანაირად გამოვრიცხავ ბუნებრივ ფაქტორს, რადგან ამ პერიოდში ბუნებრივად ხანძრის გაჩენა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. მიზანმიმართული იყო თუ დაუდევარი მოქმედება, ამას ალბათ კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ბორჯომში ხანძარი გუშინ ღამე გაჩნდა და 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"