როგორია თბილისში დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია თბილისში დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"ამტელ ჰოსპიტალის" ექიმის ინფორმაციით, მეტრო "თავისუფლებასთან" დაჭრილი ორივე პირი სრულწლოვანია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მისივე ინფორმაციით, ერთ პაციენტს მხრის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა, ხოლო მეორეს - გულ-მკერდის არეში.

"112-ის მიერ იყო ორი პაციენტი შემოყვანილი. ერთი, 18 წლის პაციენტი შედარებით მძიმედ იყო, აღენიშნებოდა გულ-მკერდის ღია შემავალი ჭრილობა, რის გამოც მოთავსდა საოპერაციოში. ჩაუტარდა ოპერაცია, ამჟამად იმყოფება პოსტოპერაციულ პალატაში. მეორე, 28 წლის პაციენტს კი ჭრილობა აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის არეში. დამუშავდა ჭრილობა, გაიკერა. მისი მდგომარეობა სტაბილური და გაეწერა კლინიკიდან", - აღნიშნა ექიმმა კობა აბულაძემ.

შემთხვევა მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანთან“ დღეს საღამოს მოხდა. შს სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ორი ახალგაზრდა ცივი იარაღით, სავარაუდოდ, თანატოლმა დაჭრა

"ინტერპრესნიუსი"