"მგონი, კაცებს გასაბერი ქალების ყიდვა მოუწევთ, რომ ვინმემ სექსუალურ ძალადობაში არ დაადანაშაულოს" - კვირის პალიტრა

"მგონი, კაცებს გასაბერი ქალების ყიდვა მოუწევთ, რომ ვინმემ სექსუალურ ძალადობაში არ დაადანაშაულოს"

"დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, ესაა პოლიტიკური "მეძაობა"

შესავლის გარეშე - გოგი წულაიას ასოციაცია"

პარლამენტი...

- ქუთაისის პარლამენტის შენობა პატარა ბავშვის საფენს მაგონებს, ოღონდ - დიდი ზომისას. პარლამენტარები კი ჯონჯოლები არიან - გინდა ყოფილან, გინდა - არა, კაცისშვილი არ მოიკითხავს, სად არიანო?

პრეზიდენტი...

- დასასვენებლად შექმნილი თანამდებობა. დღეს პრეზიდენტი იმდენად უუფლებოა, რომ ეს პოსტი დასასვენებელ ადგილად გამოსადეგია.

ჩხირი...

- "სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო" - ეს სიტუაციაა ახლა ჩვენს ქვეყანაში.

ხე...

- ხეებზე, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მაგონდება.

შუშის სასახლე...

- ამაზეც ბიძინა ივანიშვილი და მიშა სააკაშვილიც - მას უყვარდა შუშებიანი შენობები.

დროშა...

- (იცინის) ამაზე ჩემი თავი მახსენდება.

ზოოპარკი...

- დღევანდელი საქართველო, შემოუღობავი, მეტყველი ცხოველებით, ოღონდ, ბოდიშს ვიხდი, რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ და ყველას არ ეხება, მაგრამ რეალობა ესაა, მაიმუნებად ვართ გადაქცეული.

გასაბერი ქალი...

- გასაბერი ქალი (იცინის)? ახლა ისეთი დრო დადგა, ამ ფემინისტების გადამკიდე, მგონი, კაცებს გასაბერი ქალების ყიდვა მოუწევთ, რომ ვინმემ სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში არ დაადანაშაულოს. ესენი კიდევ, არც გვიჩივლებენ და არც დაგვიჭერენ. XXI საუკუნის ბოლოსკენ გასაბერი ქალი აუცილებელი რამ იქნება (იცინის).

ყველაზე დიდი მსახიობი...

- გადატანითი მნიშვნელობით? პოლიტიკოსები, ნამდვილად მსახიობები არიან. ისე კი ბევრია, ძველი თაობის მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, აკაკი ხორავა, სესილია თაყაიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე და სხვები.

ჰალსტუხი...

- მისი ქართული სახელწოდებაა ყლინჯი და ეს არის საკუთარი ნებით დახრჩობის მცდელობა.

"პოლიტიკური მეძავი"...

- დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, ესაა პოლიტიკური "მეძაობა".

კოლორიტი...

- საერთოდ, კოლორიტობა მეობასთან ასოცირდებოდა. ოტია იოსელიანი, სოსო ხარაბაძე, ილო ფოტოგრაფი და ბევრი მართლაც კოლორიტული ადამიანი ჰყავდა ქუთაისსა და საქართველოს, მსახიობები თუ სხვა პროფესიის წარმომადგენლები. თუმცა, დღეს სულ სხვა ხალხი ითვლება კოლორიტებად... არ დავასახელებ (იცინის). გაგრძელება