რას ამბობს მარგველაშვილი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს მარგველაშვილი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე?

ბიძინა ივანიშვილის ასე ვთქვათ, ფორმალურ პოლიტიკაში შემოსვლის თაობაზე გეტყვით - ვფიქრობ, რომ ეს სწორი და კარგი ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა გახდა ის საკითხი, რომელსაც ქვეყანას "აძახებენ". აქედან გამომდინარე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით ეს საკითხი მოიხსნება.

"მე ცოტა ხნის წინ ამის თაობაზე მქონდა ინტერვიუ და ვთქვი, რომ როდესაც დაიდო "ფრიდომ ჰაუსი" და სახელმწიფო დეპარტამენტი და როდესაც ნეგატიური ანგარიში იყო და არაფორმალური მმართველობა ფიგურირებდა, მაშინ ძალიან მარტივად ვთქვი, რომ რით ვერ ჩამოაყალიბეს ექვსი თუ ხუთი წლის განმავლობაში მესიჯი - არის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, თუ არ არის?! იმიტომ კი არა, რომ არის, თუ არა - ეს არის გადამწყვეტი, იმიტომ, რომ ეს ეს ქვეყნისთვის გახდა რაღაც ისეთი თემა, რომელსაც ქვეყანას აძახებენ. ამ კონტექსტიდან გამომდინარე კარგია, რომ დაბრუნდა და ეს საკითხი მოიხსნება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან უპასუხა ასევე შეკითხვას, თუ რატომ არ ახსენა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს "არაფორმალური მმართველი". პრეზიდენტის თქმით, მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის მომხდარი კოფლიქტის შემდეგ ყოფილ პრემიერთან ურთიერთობა შეწყვიტა, შესაბამისად, ვერანაირ არაფორმალურ მმართველობაზე ვერ ისაუბრებდა.

"ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის კონფლიქტი ყელამ ნათლად დაინახა და ამაზე ხომ არ იყო საუბარი, მოხდა?! არ მოხდა?! - ანუ ყველამ ნათლად ადაინახა. ძალიან ნათლად, არაერთხელ განმიცხადებია, რომ როდესაც ჩვენს შორის ურთიერთობა გაწყდა - ჩვენს შორის ურთიერთობა გაწყდა! და მე ვერანაირ არაფორმალურ მმართველობაზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ თვითონ ვარ შეკითხვის ობიექტი?! იმიტომ, რომ თუ არაფორმალური მმართველობა გირეკავს, გაძალებს, გაიძულებს, ხალხს გიგზავნის? მე ხომ შეკითხვის ობიექტი ვარ არაფორმალური მმართველობის თემაში და ამაზე არაერთხელ გამიცია პასუხი, რომ მე არა, არავინ მმართავს არაფორმალურად", - განაცხადა მარგველაშვილმა. მისივე თქმით, ამ ბოლო პრეცესებში ვის უჭერს მხარს ივანიშვილი, ამაზე პასუხი არ აქვს. „ნადვილად არ ვიცი, ვერ გეტყვით. ამის ანალიზი არც დამიწყია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"