"რუსეთი დნესტრისპირეთში, საქართველოსა და უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, ნატო საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას არ გააძლიერებდა" - კვირის პალიტრა

"რუსეთი დნესტრისპირეთში, საქართველოსა და უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, ნატო საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას არ გააძლიერებდა"

რუსეთი დნესტრისპირეთში, საქართველოსა და უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, ნატო არ გააძლიერებდა საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას, - ამის შესახებ პრაღაში გამართულ ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების საერთაშორისო კონფერენციაზე (NATO Stratcom) ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ პეტრ პაველმა განაცხადა.

"რუსეთი დნესტრისპირეთში, საქართველოსა და უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო და ყველა საერთაშორისო სტანდარტი ფეხქვეშ არ გაეთელა, ნატო აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგზე საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას არ გააძლიერებდა", - აღნიშნა პეტრ პაველმა.

მისივე თქმით, რუსეთს არ მოსწონს ახლანდელი მსოფლიო წესრიგი, რომელიც ლიბერალური დემოკრატიის დასავლურ ნიმუშს ეფუძნება და სურს ის იმგვარად შეცვალოს, რომ ეს წესრიგი უფრო შეესაბამებოდეს საზოგადოების მის ეროვნულ მოდელს.

"ამასთან რუსეთი არ ახორციელებს კლასიკურ სამხედრო აგრესიას, არამედ ამისთვით ჰიბრიდულ საშუალებებს, კერძოდ, მედიაში და სოციალურ ქსელებში პროპაგანდას იყენებს", - დასძინა პეტრ პაველმა.

"ინტერპრესნიუსი"