ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსს მიაღწევს - როგორი ამინდი იქნება 4–7 მაისს? - კვირის პალიტრა

ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსს მიაღწევს - როგორი ამინდი იქნება 4–7 მაისს?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 – 7 მაისს, საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, თუმცა ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, მთაში +24, +29, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში, 4 – 7 მაისს, ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება.

"ინტერპრესნიუსი"