"მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა" - კვირის პალიტრა

"მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა"

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისაკენ მოუწოდებს.

"ორი დღის განმავლობაში, ჩვენ მოვისმინეთ ერთი მხრივ, უმძიმესი ბრალდებები, მეორე მხრივ, ამ ბრალდებებისაგან გაქცევის მცდელობა. ვისმენთ ათასნაირ შეფასებებს, მოგვიწოდებენ, რომ ნუ მივაქცევთ ყურადრებას, ნუ ჩავვარდებით პანიკაში და ასე შემდეგ... თუ მათ არ აქვთ უნარი, მიმართონ შესაბამის ორგანოებს და დაიწყონ შესაბამისი პროცედურები, კიდევ უფრო გავუმარტივებთ საქმეს - არსებობს ამის, ასე ვთქვათ, საპრლამენტო გამოცდილება. რეგლამენტი ზედმიწევნით იციან და კონსტიტუციაც ეცოდინებათ - არსებობს იმპიჩმენტის პროცედურა და როდესაც ქვეყნის მეორე თანამდებობის პირი უმძიმეს ბრალდებებს უყენებს ქვეყნის პირველ პირს - საქართველოს პრეზიდენტს, აუცილებელია, უბრალოდ ამას ხალხის და ქართული სახელმწიფოს პრესიტიჟი ითხოვს, რომ ამის თაობაზე დაიწყოს იმპიჩმენტის შესაბამისი პროცედურა. სხვა შემთხვევაში, ჩვენ დავინახავთ იმას, რომ ან მართლაც უპასუხისმგებლო განცხადებებს ვისმენთ ყოველდღიურად და ამით ვსტრესავთ და შეურაცხყოფას ვაყენებთ ქართულ საზოგადოებას, ან უბრალოდ ვაკეთებთ განცხადებას და მერე არ გვაქვს უნარი, რომ ამ განცხადებებს ბოლომდე მივდიოთ", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

ფიქრია ჩიხრაძის კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"