ქედაში ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ქედაში ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"