"ახლობლის ქორწილში მიდიოდნენ, რა დროსაც ტრაგედია მოხდა" - ვინ არიან ქედაში მომხდარი ავარიისას გარდაცვლილები? - კვირის პალიტრა

"ახლობლის ქორწილში მიდიოდნენ, რა დროსაც ტრაგედია მოხდა" - ვინ არიან ქედაში მომხდარი ავარიისას გარდაცვლილები?

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ქედაში მომხდარი საზარელი ავარიის დროს სოფელ მახვილაურში მცხოვრები გია დოლიძე, ვაჟა და დათო დევაძეები (მამა-შვილი), თემური ფარტენაძე და ლაშა ჩოგაძე გარდაიცვალნენ. შემთხვევა, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ხუთივე გარდაცვლილის ცხედარი თითქმის ორსაათიანი მუშაობის შემდეგ ამოიყვანეს. ცხედრები ბათუმში, პროზექტურაში გადაასვენეს. Ambebi.ge სოფელ მახვილაურის მკვიდრს ესაუბრა:

- ნამდვილად, სამწუხარო ამბავი მოხდა. ავარიის შესახებ დილით გავიგეთ. მეზობლები დაიღუპნენ. ოთხი გარდაცვლილი 50 წელს მიღწეული მამაკაცები იყვნენ. რაც შეეხება დათო დევაძეს იგი 30 წლამდე ასაკის იყო. როგორც ჩვენ ვიცით, ისინი ავტომობილით ახლობლის ქორწილში მიდიოდნენ, რა დროსაც ეს ტრაგედია მოხდა. გაგრძელება