საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება - კვირის პალიტრა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება

აქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

ყრილობა 12:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" გაიმართება. ფედერაციის ინფორმაციით, ყრილობის დღის წესრიგში ორი საკითხია - ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესების განხილვა.

ყრილობის დელეგატები არიან: "შევარდენი 2005"; "ჯორჯია"; "ლამისყანა"; "პანკისი"; "ვარსკვლავი 2024"; "ახალგორი" ; "ალგეთი"; "ხაბარელი"; "არსენა"; "ფრონეს ხეობა"; "შილდა"; "ელვა"; "ოლიმპი"; "ახმეტა"; "გორი"; "ფესვები"; "შავი ავაზა"; "ლომჭაბუკი"; მებრძოლი 2015"; "შორეთი"; "დურმიშხანი"; "შათირიშვილი"; "მართვე"; "ნავერიანი"; "ოქროს ვერძი"; "დოჯო"; "ლიდერი"; "არაგველები"; "ფშაველა"; "ფალავანი 2020"; "გლადიატორი"; "ვიპ ძიუდო"; "ბოკვერი 2016"; "ბათუმი" ; "ფალავანი 8"; "საგარეჯო ფფ"; პაპიტაშვილი გურამი; ტენტერაშვილი დავითი; ბოდაველი დავითი; ხაბარელი შოთა; ხუბულური თენგიზი; ნავერიანი მამუკა; მარტყოფლიშვილი ანზორი; გურაშვილი თემური; ტოტიკაშვილი ამირანი; ყიზილაშვილი მამუკა; გუგავა ბერდია; ხახალეიშვილი დავითი.

დღეს, ძიუდოისტები ვაკის პარკში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ მათი პროტესტი 7 მაისიდან ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

"ინტერპრესნიუსი"