"ის ჩვენი მეფე არ არის" - რუსეთში საპროტესტო აქციების 1 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
რუსეთში საპროტესტო აქციების 1 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ «ОВД-инфо» წერს. გამოცემის ინფორმაციით, მხოლოდ მოსკოვში 300-მდე ადამიანია დაკავებული. დაკავებულთა შორის არასრულწლოვნები არიან. რიგ შემთხვევებში სამართალდამცველები საკმაოდ უხეშად მოქმედებენ.
დაკავებულია აქციის ორგანიზატორი ალექსეი ნავალნიც. მას 30 დღით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ აქცია "ის ჩვენი მეფე არ არის" ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციასთან დაკავშირებით რუსეთის მთელ ტერიტორიაზე ტარდება.
ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება.