"მეფედრონის" მოხმარებამ ზოგიერთები საშიშ ადამიანებად ჩამოაყალიბა" - კვირის პალიტრა

"მეფედრონის" მოხმარებამ ზოგიერთები საშიშ ადამიანებად ჩამოაყალიბა"

ბოლო დროს მძიმე ინტოქსიკაციით ახალგაზრდები სისტემატურად შეჰყავთ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს კლინიკებში. სიმპტომები ყველას ერთნაირი აქვს: ცნობიერების ღრმა დათრგუნვა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ, რამდენიმე შემთხვევა გარდაცვალებით დასრულდა. მიზეზად სინთეზური ნარკოტიკი "მეფედრონი" სახელდება.

გაზეთ "კვირის პალიტრამ" საკითხზე ვრცელი სტატია მოამზადა, გთავაზობთ ამონარიდებს:

ჩვენი რესპონდენტი ახლახან გამოწერეს კლინიკიდან: "მე და ჩემს მეგობრებს ბევრჯერ გამოგვიყენებია ფსიქოსტიმულატორები. ასეთ დროს ბედნიერი ხარ და ცუდ შედეგზე სულაც არ ფიქრობ. ამიერიდან აღარ გავეკარები, თავს არ მოვაკვლევინებ. ახალგაზრდების გასართობი მხოლოდ ღამის კლუბებია. ადრე იქვე შეიძლებოდა შეძენა, აქეთ გთავაზობდნენ... ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა მოიტანა და ოთხმა გამოვიყენეთ, ყველას გვეგონა, რომ "ემდეემი" იყო, რომელიც სხვა დროსაც გამოგვიყენებია. თურმე "მეფედრონი" ყოფილა. ორმა სასმელიც დავამატეთ და, ფაქტობრივად, სიკვდილს გადავურჩით. მოხმარებიდან 5-6 საათის მერე კანკალი და გულის ფრიალი დამეწყო. მეგონა, გული გამისკდებოდა, ამას ღებინებაც დაემატა, თავიც მისკდებოდა, კლუბიდან გამოვედი და ქუჩაში გონება დავკარგე...

ფსიქოთერაპევტი თამარ ბოკუჩავა: - ბოლო დროს თითქმის ყოველი მეორე პაციენტი "მეფედრონის" მოხმარების პრობლემით შემოდის. ძირითადად, საშუალო ასაკის ახალგაზრდები მოგვმართავენ, 23 წლიდან ზემოთ. ასეთ დროს ძალიან რთულია მართვა, რადგან დამახასიათებელია ფსიქოზები, შიშები, პანიკური შეტევები, პარანოიდული მდგომარეობა, ეჭვები, აგრესიულობა, აღგზნებულობა. "მეფედრონის" მოხმარების დროს ისეთ რამეებს სჩადიან, რომ მეორე დღეს ძლიერი სინანულისა და დანაშაულის განცდა აქვთ.

სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია