ერთი დაღუპული და ორი დაშავებული - ავარია მარცხენა სანაპიროზე
თბილისში, მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი მანქანის მძღოლი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაშავდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.