"მსჯელობა, თითქოს "მეფედრონი" კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან "ჰეროინი" - არა, ნარკოდანაშაულს ახალისებს" - კვირის პალიტრა

"მსჯელობა, თითქოს "მეფედრონი" კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან "ჰეროინი" - არა, ნარკოდანაშაულს ახალისებს"

"მსჯელობა, თითქოს "მეფედრონი" კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან "ჰეროინი" - არა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა ნარკოტიკებთან დაკავშირებით გავრცელებულ სხვადასხვა მოსაზრებებს და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ეს ბრძოლა კიდევ უფრო გამკაცრდება.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ თითქოს არსებობს მავნე და არამავნე ნარკოტიკები, რომ თითქოს "მეფედრონი" კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან "ჰეროინი" - არა. ამგვარი მსჯელობა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს, ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას და ხელს უშლის პრევენციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ეს ბრძოლა დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გამკაცრდება", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

იხილეთ ასევე: შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკების გამსაღებლები დააკავა