"საქართველოში არ უყვართ განსხვავებული ადამიანები"
ქსენოფობია" ბერძნული სიტყვაა და უცხოს, უჩვეულოს მიმართ შიშს ნიშნავს. ამ სიტყვას ძირითადად სხვა ერების ან განსხვავებული ადამიანების მიმართ შიშის თუ სიძულვილის გამოსახატავად იყენებენ. ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურია შეკითხვა - ახასიათებთ თუ არა ქართველებს ქსენოფობია... ამ საკითხზე პოპულარულ ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ.
ირინა სარიშვილი, პოლიტიკოსი:
- ქსენოფობია ან რასიზმი არ ნიშნავს მხოლოდ სხვა ეროვნების, ან სხვა კანის ფერის ადამიანის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას, საქართველოში არ უყვართ უმრავლესობისგან განსხვავებული ადამიანები. გარდა ამისა, ვერ ხვდებიან, რა არის საერთო საქმე და რა - არა. იქ, სადაც სოლიდარულები უნდა ვიყოთ და გავერთიანდეთ, ყველა თავის ნაჭუჭში იკეტება, მაგრამ სიამოვნებით აფათურებენ ხელებს სხვა ადამიანების ცხოვრებაში. დღეს საქართველოში ცოდოა ყველა, ვინც არ შეესაბამება უმრავლესობის მიერ შექმნილ სტერეოტიპებს და საზოგადოებრივ შეხედულებებს. სხვა ერებისგან მომავალი საფრთხე ისეთი საშიში არ არის, როგორც ის, რომ თვითონ ქართველები ვებრძვით და არ ვინდობთ ერთმანეთს. არავის მიმართ ქართველი ისეთი დაუნდობელი არ არის, როგორიც ქართველის მიმართ - ეს არის ჩვენი უმთავრესი სატკივარი და არა სხვა ეროვნების ან განსხვავებული კანის ფერის მქონე ადამიანების მომრავლება საქართველოში. გაგრძელება