15 წლის გოგონა, რომელსაც ოჯახი ორი დღე ეძებდა პოლიციამ იპოვა - კვირის პალიტრა

15 წლის გოგონა, რომელსაც ოჯახი ორი დღე ეძებდა პოლიციამ იპოვა

15 წლის თიკო ნიკოლაძე, რომელსაც ოჯახი ორი დღე ეძებდა პოლიციამ იპოვა. გოგონა უვნებელია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

დაკარგული გოგონას დეიდის სალომე კანდელაკის თქმით, არასრულწლოვანი გუშინ დილით სკოლიდან დაიკარგა.

"გუშინ დილის 9 საათიდან ვეძებთ... თიკო 207-ე სკოლაში სწავლობს. დედაჩემი ამ სკოლაში მასწავლებელია და მას უთხრეს, რომ თიკო არ ესწრებოდა გაკვეთილს. "შატალოზე" რომ წასულიყო, მეგობრებთან ერთად წავიდოდა, მაგრამ ყველა მისი მეგობარი კლასში იყო იმ დროს...

ერთ-ერთი სკოლელი, ვინც დაინახა, ამბობს რომ თიკომ უთხრა: სახლში უნდა მივბრუნდე, ცუდად ვარ და ცოტა ხანში გნახავო. ტელეფონი გამორთული აქვს და ვერ ვუკავშირდებით. ზოგადად გულჩათხრობილი ბავშვია, მაგრამ ოჯახში ახლა არაფერი მომხდარა ისეთი, რომ ეს მიზეზი ყოფილიყო..." - ამბობდა დაკარგული გოგონას პოვნამდე მისი ნათესავი.

ambebi.ge