იქნება თუ არა დავით ბაქრაძე "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი? - კვირის პალიტრა

იქნება თუ არა დავით ბაქრაძე "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი?

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე არ ადასტურებს, რომ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად.

კითხვაზე, "ევროპული საქართველოს" კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, შევა თუ არა ის ავლაბრის რეზიდენციაში, ბაქრაძემ განმარტა, რომ მათი კანდიდატი პრეზიდენტის რეზიდენციაში იმუშავებს.

"სახელმწიფოს გააჩნია ინსტიტუციები და ერთ-ერთი გახლავთ პრეზიდენტის ინსტიტუტი, ამიტომ საუბარი იმაზე თუ რა ფართი უნდა ეკავოს, რამდენი კვადრატული მეტრი ეკუთვნის პრეზიდენტს, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება და მისი დაკნინების მცდელობა. საუბარი არ არის ფართზე ან შენობაზე, აქ საუბარია იმაზე, რომ თუ საქართველო არის სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუციებს ეკუთვნის შესაბამისი პატივისცემა. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ადგილი არის პრეზიდენტის სასახლეში და მე მგონი, ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დახურული უნდა იყოს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"