"საქართველო" "გრუზიას" ნაცვლად - როგორ გამოიყურება საქართველოს საელჩოს აბრა ლიტვაში
რამდენიმე დღის წინ ლიტვურ ენაში საქართველოს სახელწოდება "გრუზია" შეიცვალა.
"ამიერიდან თქვენს ქვეყანას ლიტვურადაც "საქართველო" ერქმევა! გილოცავთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას! ლიტვა-საქართველოს მეგობრობას გაუმარჯოს!", - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც ამ ფოტოს მიხედვით ირკვევა, საქართველოს საელჩოს აბრაზე წარწერა უკვე შეცვალეს, სადაც ადრე არსებული Gruzijos ambasada-ს ნაცვლად, ახლა Sakartvelo ambasada წერია.