თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით ქართველი ქალები დააკავეს - ერთ-ერთი ქალბატონი კარადაში იმალებოდა - კვირის პალიტრა

თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით ქართველი ქალები დააკავეს - ერთ-ერთი ქალბატონი კარადაში იმალებოდა

თურქულ გამოცემა "ვათანში" გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მოთხრობილია 4 მაისს, ქალაქ ადანაში ადგილობრივი პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ამბავი. როგორც ირკვევა, პროსტიტუციის ბრალდებით 18 პირი დააკავეს, მათ შორის ქართველები.

სტატიიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი ქალბატონი კარადაში იპოვეს. გამოცემა აქვეყნებს სპეცოპერაციის ამსახველ ფოტოებსაც. მათ შორის იმასაც, თუ როგორ გამოჰყავთ ქალი კარადიდან.