რამდენ ხანს გაგრძელდება უამინდობა საქართველოში? - კვირის პალიტრა

რამდენ ხანს გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, საქართველოში არამდგრადი ამინდი 14 მაისის ჩათვლით შენარჩუნდება. 11-12 რიცხვში ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა. აღმოსავლეთ საქართველოში კი შესაძლოა იყოს სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით დაიკლებს 12 მაისს. აღმოსავლეთ საქართველოში 12 მაისს დაფიქსირდება მაქსიმალური ტემპერატურა 14-19 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოში 15-20 გრადუსი. ასევე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი დედაქალაქშიც 14 მაისის ჩათვლით.  მიუხედავად იმისა, რომ 15 მაისიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, არამდგრადი ამინდი მაინც შენარჩუნდება ზოგიერთ რაიონებში"- აცხადებს დოდო გვაზავა.