გერმანიიდან სამართალდამცველებმა საქართველოს 60-მდე მოქალაქე გამოაძევეს
თბილისის აეროპორტში დაეშვა სპეციალური ავიარეისი დიუსელდორფიდან. გერმანელმა სამართალდამცველებმა საქართველოს 60-მდე მოქალაქის დეპორტაცია მოახდინეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი - 2 " ავრცელებს.
როგორც ირკვევა, დეპორტირებულთა უმრავლესობა გერმანიაში თავშესაფარს პოლიტიკური, სოციალური ან სხვა სახის მოტივით ითხოვდა.
დეპორტირებული ქართველები გერმანიის სხვდასახვა ქალაქის საემიგრაციო ბანაკში იმყოფებოდნენ და მას შემდეგ, რაც განიხილეს მათი საქმეები გერმანიამ უარი უთხრა თავშესაფარზე.