"13 წლამდე როგორი ბედნიერი ბავშვობა მქონდა..." - ქუთაისელი გოგონას სევდიანი თავგადასავალი - კვირის პალიტრა

"13 წლამდე როგორი ბედნიერი ბავშვობა მქონდა..." - ქუთაისელი გოგონას სევდიანი თავგადასავალი

ტელეპროექტ "X ფაქტორის" მაყურებელი და ჟიური ერთიანად აღაფრთოვანა 25 წლის ქუთაისელი კონკურსანტის, თამუნა გიორგაძის ნამღერმა. პროფესიით ფილოლოგმა ელა ფიცჯერალდის სიმღერა ისე შეასრულა, რომ ჟიურის ოთხივე წევრი სცენაზე აიჭრა და თამუნას ჩაეხუტა. გვინდა, უფრო ახლოს გაგაცნოთ სიმღერასა და მუსიკაზე შეყვარებული ქუთაისელი გოგო, რომელიც ერთი შეხედვით, მხიარული და უდარდელი მოგეჩვენებათ, სინამდვილეში კი ბევრი ტკივილი და სევდა დააქვს გულით...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"მძიმეა ჩემთვის ამის გახსენება, რადგან ისევ მიახლდება ხოლმე ყველა ტკივილი. დედამ გაჭირვების პერიოდში გადაწყვიტა საბერძნეთში წასულიყო - არც სამსახური, არც სხვა შემოსავალი ჰქონდა, ორ შვილს კი რჩენა უნდოდა. მე 13 წლის ვიყავი მაშინ. მამა და ბებო გვივლიდნენ, მაგრამ ბებო დედაჩემის წასვლიდან 3 წელში გარდაიცვალა..."

"ჩვენ მართლაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, საუკეთესო მეგობარი იყო ჩემთვის. არ ყოფილა თემა, რომელზეც მას ვერ დაველაპარაკებოდი. არ მახსოვს, მისთვის რამე დამემალოს... მერე შეუძლოდ გახდა. რომ რეკავდა, სულ ამბობდა, რაღაც სუსტად ვარ და წონაშიც მოვიკელიო. ნეიროქირურგმა პირდაპირ არ უთხრა დიაგნოზი და ურჩია, რადგან აქ ძალიან ძვირია მკურნალობა, საქართველოში წადი და იქ ჩაიტარე გამოკვლევაო. ხელს და ფეხს კარგად ვერ ამოძრავებდა, თურმე თავში სიმსივნე ჰქონდა..."

"ბავშვობიდანვე მშიშარა ვიყავი და დედა ყოველთვის სტიმულს მაძლევდა: ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი გამოგივა და ა.შ. 46 წლის იყო, სიცოცხლით სავსე, ენერგიული, უყვარდა სხვებზე ზრუნვა. რამდენ ვინმესთან მივდიოდი ხოლმე დასახმარებლად, რომ იცოდეთ. დარეკავდა საბერძნეთიდან, იმის შვილი ყოფილა ცუდად, რაღაცები უყიდე და წაუღეო, ამას უჭირს და დაეხმარეო, ასეთი იყო..."  იხილეთ სრულად