სასარგებლო პროდუქტები - კვირის პალიტრა

სასარგებლო პროდუქტები

გთავაზობთ ზოგიერთი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის სხვადასხვა ხილის, ციტრუსისა და საკვების რეიტინგს:

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

გარგარი - უხვად შეიცავს ბეტა-კაროტინს და ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს.

ვაშლი მდიდარია გულის კუნთებისთვის საჭირო კალიუმით.

ნიორი - უხვად შეიცავს ალიცინს, იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

მიწის თხილი (არაქისი) - შეიცავს ორ ამინომჟავას, მეთიონინსა და ლიზინს, უჯერ ცხიმოვან მჟავას, იცავს გულს.

ზეთისხილი - გლიკოზიდ ოლეუროპინის წყალობით აწესრიგებს არტერიულ წნევას.

წონაში მომატება:

ანანასი - შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც ცხიმს წვავენ. წითელი და თეთრი თავხვეული კომბოსტო ანანასის მსგავსად ხელს უწყობს ცხიმის წვას.

იმუნიტეტის გაძლიერება

ფორთოხალი და კომბოსტო მდიდარია ჩ ვიტამინით, რითაც ხელს უწყობენ იმუნიტეტის გაძლიერებას.

ხახვი - ფიტონციდებით ებრძვის ვირუსებს.

სოკო - შეიცავს თუთიისა და სელენის კომბინაციას, რაც დამცველის თვისებას სძენს მას.