რა დაასახელა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების სამ მთავარ მიზეზად?
"ქართული ოცნების" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომრედ უკვე აირჩიეს. მისი სიტყვით გამოსვლა ხანგრძლივი ტაშით დაიწყო.
"რატომ ვბრუნდები პოლიტიკაში მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ საჯაროდ განვაცხადე, რომ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მივიღებდი?! რატომ გადავწყვიტე ახლა, რომ კვლავ ჩავუდგე სათავეში იმ პარტიას, რომელიც 2012 წელს დავაარსე და ჩემს ხალხთან ერთად შევასრულე ჩემს ცხოვრებაში ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საპატიო მისია - დავამარცხეთ და დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება. ამის შემდეგ საკუთარი ინიციატივით გავედი აქტიური პოლიტიკიდან, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი როლი საზოგადოების განვითარებაში უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა. დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ის რაც ჭარბად გამაჩნდა - ხალხის ნდობა, მაშინ საზოგადოებას უფრო სჭირდებოდა. მაშ, ახლა რატომ გახდა საჭირო პოლიტიკაში ჩემი დაბრუნება? ეს არის კითხვა, რომელზეც საზოგადოება მკაფიო პასუხს ელის და მზად ვარ გაგაცნოთ ჩემი მოსაზრებები. ვინც ახლოს მიცნობს, კარგად იცის, რომ ეს ჩემთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება არც დღევანდელი ხელისუფლების, არც “ქართული ოცნების“ და არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია, ისე, როგორც 2011 წლის ოქტომბერში მიზანი ამჟამადაც იგივე და უცვლელია - საქართველო, ქართველი ხალხისა და თითოეული ადამიანის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მანა პოლიტიკაში დაბრუნების სამი მიზეზი დაასახელა.
პირველი, ქვეყანაში არსებული არასახარბიელო სოციალურ -ეკონომიკური ვითარება, რომელსაც, მისი თქმით, გარკვეული ძალები კიდევ უფრო მუქ ფერებში წარმოადგენენ;
მეორე, ოპონენტების დესტრუქციული მოქმედებები და ქვეყანაში არაკონკურენტული ოპოზიციის არსებობა;
მესამე, გუნდის შიგნით არსებული მდგომარეობა, რაც ივანიშვილმა მართალია მცირე, მაგრამ გაუგებარ, არასაჭირო და ქვეყნისთვის დამაზიანებელ გაუგებრობებად დაახასიათა.
იხილეთ ასევე: ფოტოები მთაწმინდიდან, სადაც "ქართული ოცნების" ყრილობისთვის პარტიის ლიდერები იკრიბებიან