რამდენჯერ შეაწყვეტინეს ბიძინა ივანიშვილს ტაშით სიტყვა თანაპარტიელებმა? - კვირის პალიტრა

რამდენჯერ შეაწყვეტინეს ბიძინა ივანიშვილს ტაშით სიტყვა თანაპარტიელებმა?

"ქართული ოცნების" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომრედ უკვე აირჩიეს. მისი სიტყვით გამოსვლა ხანგრძლივი ტაშით  დაიწყო და დასრულდა. ამასთანავე, პოლიტიკაში დაბრუნებულ ექსპრემიერს თანაპარტიელებმა არცთუ ხანგრძლივი სიტყვა ტაშით 23-ჯერ შეაწყვეტინეს.

ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების სამი მიზეზი დაასახელა.

პირველი, ქვეყანაში არსებული არასახარბიელო სოციალურ -ეკონომიკური ვითარება, რომელსაც, მისი თქმით, გარკვეული ძალები კიდევ უფრო მუქ ფერებში წარმოადგენენ;

მეორე, ოპონენტების დესტრუქციული მოქმედებები და ქვეყანაში არაკონკურენტული ოპოზიციის არსებობა;

მესამე, გუნდის შიგნით არსებული მდგომარეობა, რაც ივანიშვილმა მართალია მცირე, მაგრამ გაუგებარ, არასაჭირო და ქვეყნისთვის დამაზიანებელ გაუგებრობებად დაახასიათა.