ავტომობილი ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემედეგ გაზის მილს - ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტომანქანა დაიწვა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავდა. იგი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს.
შს სამინისტროს ინფორმააცით, ავტომობილი ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემედეგ კი გაზის მილს, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმე 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა.
"ინტერპრესნიუსი"