სპეცოპერაციის რა დეტალებზე ყვებიან კაფე "გალერის" სტუმრები? - კვირის პალიტრა

სპეცოპერაციის რა დეტალებზე ყვებიან კაფე "გალერის" სტუმრები?

კაფე "გალერიში" სამართალდამცველები მაშინ შევიდნენ, როდესაც კაფეში მომხმარებლები იმყოფებოდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, შენობაში შესვლისთანავე სპეცდანიშნულების რაზზმა ჩხრეკა დაიწყო. მისივე თქმით, ჩხრეკის ჩატარებისას პოლიციამ კაფეში მყოფი ხალხი ძირს დააწვინა და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ასე ჰყავდათ. შემდეგ კი, როგორც თვითმხილველი ამბობს, პოლიციამ შენობის დაცლა დაიწყო.

ამჟამად როგორც ცნობილია შენობაში პოლიციელების გარდა აღარავინ იმყოფება. კაფე "გალერის" სტუმრები მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებასბოლო პერიოდში გახშირებულ ნარკოდანაშაულს უკავშირებენ.

"ინტერპრესნიუსი"