"ყველა, ვინც "სიკვდილს" ყიდის, ციხეში უნდა იჯდეს. რა მნიშვნელობა აქვს ვისი ხელისუფლებაა ქვეყანაში..." - კვირის პალიტრა

"ყველა, ვინც "სიკვდილს" ყიდის, ციხეში უნდა იჯდეს. რა მნიშვნელობა აქვს ვისი ხელისუფლებაა ქვეყანაში..."

12 მაისს, გვიან ღამით ღამის კლუბებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შესახებ, "ფეისბუკის" პირად გვერდზე, ჟურნლისტმა ნინო ბურჭულაძემ პოსტი გამოაქვეყნა:

"წინა ხელისუფლების დრო, "აჭარა მიუზიკ ჰოლშიც" შეიჭრა სპეცრაზმი იგივე მოტივით. (სხვათა შორის კლუბის დირექტორი სერგი გვარჯალაძე იყო და თავად კლუბი ასეთივე ცნობილი იყო როგორც "ბასიანი"). მაშინ სუბუტექსის დიდი პარტია იქნა ამოღებული... თუმცა ისიც მახსოვს, რომ საზოგადოება ამართლებდა ძალოვანების ქმედებას და ხელისუფლებას ნარკორეალიზატორების მიმართ კანონის კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მოუწოდებდა...

მაშინაც ვამბობდი და ახლაც იგივეს ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც "სიკვდილს" ყიდის, ციხეში უნდა იჯდეს. რა მნიშვნელობა აქვს ვისი ხელისუფლებაა ქვეყანაში..." - წერს ჟურნალისტი.