"ივანიშვილი როგორც კი გამოჩნდა რამდენიმე საათში აჩვენა, რომ მაგარი ბიჭია" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი როგორც კი გამოჩნდა რამდენიმე საათში აჩვენა, რომ მაგარი ბიჭია"

ისე ემთხვევა დროში, რომ ივანიშვილი როგორც კი გამოჩნდა რამდენიმე საათში აჩვენა, რომ მაგარი ბიჭია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მყოფმა ალექსანდრე ელისაშვილმა განუცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ის აქციაზე გამოვიდა იმიტომ, რომ ძალადობას გმობს.

"თუ იცოდნენ ნარკორეალიზატორების ვინაობა, შეეძლოთ მშვიდად და წყნარად დაეკავებინათ ისინი. ჩემთვის მიუღებელი იყო ასეთი ძალადობა ადრეც და მიუღებელია ახლაც განსხვავებით იმ ადამიანებისგან, სააკაშვილის დროს რომ გმობდნენ მსგავს ქმედებებს და ახლა რომ მოსწონთ და ამართლებენ. მე სულით ხორცამდე წინააღმდეგი ვარ ნარკორეალიზატორების, მაგრამ მათი დაკავება სხვა ფორმით უნდა მოხდეს. იქვე ჩაწერის შემდეგ დაეკავებინათ, მაგრამ რაღაცის ჩვენება უნდა ყრილობის მერე ბატონ ივანიშვილს. ვინ შეაშინა ამით ვერ ვხვდები", - განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, როცა პარასკევ საღამოს არბევ ახალგაზრდებს ღამის ეკონომიკაზე საუბარი სასაცილო ხდება.

"ინტერპრესნიუსი"