"ბლატნოი" გოგოა, მაგრამ გამორიცხულია ბარიგა იყოს, ჩაუდეს ალბათ წამალი" - რას ჰყვებიან სპეცოპერაციის დროს დაკავებულებზე ახლობლები?
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კლუბ "ბასიანსა" და კაფე "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. მათ ნარკოტიკული საშუალებების გასაღება ედებათ ბრალად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები ნარკოტიკს სისტემატურად ასაღებდნენ კლუბებში, მათ შორის, "ბასიანსა" და "გალერიში".
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული, 21 წლის ქეთი მურუსიძე ტყიბულელია, თუმცა ბოლო წლები ის თბილისში ცხოვრობდა. ტყიბულიდან მშობლების დაშორების შემდეგ დედასთან ერთად წამოვიდა. ჩვენ დაკავებულის ახლობელს ვესაუბრეწთ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
"ქეთის დაკავების ამბავი ინტერნეტით შევიტყვეთ. მამამისი ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს. გავიგეთ რომ კლუბში არ დაუკავებიათ და სად დაიჭირა პოლიციამ არ ვიცით. "ბლატნოი" გოგოა, მაგრამ გამორიცხულია ეგ იყოს ბარიგა, ჩაუდეს ალბათ ეგ წამალი" - ამბობს მისი ახლობელი ჩვენთან საუბარში.
ჩვენ ასევე ვესაუბრეთ კიდევ ერთი დაკავებულის მიხეილ მიქაძის ახლობელს, რაულ ქირიას:განაგრძეთ კითხვა