რას გულისხმობს კვიციანის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ტერმინებს "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა" ეხება?
ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი ემზარ კვიციანი პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტს წარუდგენს, რომელიც კანონებიდან ტერმინების - "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა" ამოღებას ითვალისწინებს.
საუბარია რვა კანონში შესატან ცვლილებაზე. ეს კანონებია: "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ", "სისხლის სამართლის კოდექსი", "შრომის კოდექსი", "საჯარო სამსახურის შესახებ", "მაუწყებლობის შესახებ", "საერთაშორისო დაცვის შესახებ", "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" და "პაციენტის უფლებების შესახებ".
აღნიშნულ კანონებში შეთავაზებული ცვლილებების მიხედვით, ხდება არსებული ტერმინების: "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა" ამოღება.
საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებისთვის მზად არის და ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
"ინტერპრესნიუსი"