პოლიციამ გიორგი გაბედავა დააკავა, ქაშუეთთან მიმდინარე აქციის მონაწილეები კი ტერიტორიიდან გაიყვანა - კვირის პალიტრა

პოლიციამ გიორგი გაბედავა დააკავა, ქაშუეთთან მიმდინარე აქციის მონაწილეები კი ტერიტორიიდან გაიყვანა

ქაშუეთთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გიორგი გაბედავა დააკავეს. ის სავარაუდოდ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

ქაშუეთთან აქცია პარლამენტთან ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მომხრეთა აქციის საწინაღმდეგოდ მიმდინარეობს.

ქაშუეთთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა ქაშუეთის ტერიტორია დაატოვებინეს. ისინი ამჟამად 9 აპრილის ბაღში იმყოფებიან. აქციის მონაწილეები ქაშუეთის შესასვლელთან იყვნენ. პოლიციამ მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რასაც არ დაემორჩილნენ, ხოლო შემდეგ პოლიციამ ისინი აიძულა, აღნიშნული ტერიტორია დაეტოვებინათ და ამჟამად 9 აპრილის პარკში იმყოფებიან.

9 აპრილის პარკში არიან სამართალდამცველებიც, რომლებიც მათ უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ, რომ პოლიცია მათ უფლებებს არღვევს, ხოლო „ბარიგებისას“ იცავს. ამ მოვლენების გამო, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

"ინტერპრესნიუსი"