რას ამბობს ნარკოტიკის ლეგალიზაციაზე დავით სეგეენკო? - კვირის პალიტრა

რას ამბობს ნარკოტიკის ლეგალიზაციაზე დავით სეგეენკო?

ჩემს წარმოდგენაში უკლებლივ ყველა ნარკოტიკი ფატალურ საფრთხეებთან არის დაკავშირებული და საქართველოში მათი ლეგალიზაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, დავით სერგეენკოს თქმით, მთავრობა ცალსახად შეთანხმებულია, რომ მომხმარებელზე სისხლის სამართლებრივი დევნა პირველ ჯერზე არ უნდა გავრცელდეს.

"ჩემს წარმოდგენაში ნარკოტიკებში არსებობს ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია, მაგრამ არა მათი სიმსუბუქე-სიმძიმე. ჩემს წარმოდგენაში ყველა ნარკოტიკი უკლებლივ ფატალურ საფრთხეებთან არის დაკავშირებული და საქართველოში მათი ლეგალიზაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია. დეკრიმინალიზაციას რაც შეეხება, ცალსახად შეთანხმებულები ვართ, რომ მომხმარებლებზე პირველ ჯერზე არ უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ გამსაღებელზე და გამავრცელებელზე - აუცილებლად", - განაცხადა სერგეენკომ.