"დაწოლა ჩემთვის კოშმარია" - მუსიკოსი, რომელიც მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს გვერდიდან არ შორდება
"მხოლოდ ქართული" ნელ-ნელა ძალებს იკრებს. კონკურსანტები პროექტს და სცენაზე დგომას თანდათან ეჩვევიან, თუმცა ზოგს უკვე შოუს დატოვებაც უწევს, რადგანაც კონკურსის წესებია ასეთი. "მხოლოდ ქართულს" გუშინ ნანუკა მიქაძე გამოეთიშა.
ცნობილია, რომ კონკურსანტები ძველი ქართული სიმღერების ახალ ვერსიებს ასრულებენ, რომელსაც მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე ქმნის. მასთან ერთად, სცენაზე ჯგუფი "ნიუტონი" უკრავს, რომლებიც კონკურსანტებს მუსიკალურ აკომპანიმენტს უკეთებს.
თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, ჯგუფ "ნიუტონის" სოლისტი და კლავიშისტია, რომელსაც ჯგუფის წევრებთან ერთად, მთელი კონცერტის მანძილზე სცენაზე უწევს ყოფნა.
- როგორ აღმოჩნდა "ნიუტონი" "მხოლოდ ქართულში"?
- ადრე თბილისობაზე, სხვადსხვა ჯგუფთან ერთად, ქართული სიმღერების რიმეიქები გავაკეთეთ, ქალბატონ ბასა ფოცხიშვილთან ვიმუშავეთ. ჩვენ "შემოდგომის ყვავილები" გავაკეთეთ, რაზეც ერთი ამბავი ატყდა, ლამის "გადაგვიარეს". ასე რომ, ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება გვაქვს. სანამ ჯგუფში მოვიდოდი, მანმადე, ბიჭები რაღაც პროექტებში გამოდიოდნენ, ჯერ კიდევ, "ჯესოტარზე", ქალბატონ მარინა ბერიძესთან თანამშრომლობდნენ. ბევრ საღამოსა და ღონისძიებაზე გამოვსულვართ და ახლაც ასე აღმოვჩნდით აქ.
- ამ ჯგუფის სოლისტი და კლავიშისტი ხართ. "მხოლოდ ქართულში" მუშაობა, კონკურსანტებთან სცენაზე ყოფნა რას ნიშნავს თქვენთვის?
- პროექტს მაღალი კლასის ჟიური, მუსიკალური ხელმძღვანელი, ზვიად ბოლქვაძე ჰყავს, ასევე პედაგოგები, ვინც ბავშვებთან მუშაობენ. მიმაჩნია, რომ ზვიად ბოლქვაძე მსოფლიო დონის მუსიკოსია, მესამე პროექტია, რაც მასთან ერთად ვმუშაობთ. ჩემთვისაც დიდი გამოცდილებაა. ქართულ მუსიკას ვაკეთებთ, თუმცა აქაც ერთი ამბავი შეგვექმნა, ვიღაცეებს ვერსიები არ მოსწონთ. კონკურსანტებს კი, ჯერჯერობით ვფიქრობ, კარგად არც აქვთ გაცნობიერებული, რასთან აქვთ საქმე. ჩემთვის ქართული მუსიკის აჟღერება ამ ვერსიებით და ამ ფორმით მისაღებია. თუმცა რომ გითხრათ, ქართული მუსიკის დიდი მოყვარული ვარ-მეთქი, ასე არაა, მაგრამ პატივს ვცემ. ვუსმენ კლასიკას, მაგრამ მივესალმები ყველა სიახლეს. პროექტი თუნდაც იმიტომ არის კარგი, რომ ყველამ დაინახოს, რომ თუნდაც კოსტა კარანაძის მსგავს ბიჭსაც შეუძლია იმღეროს ქართული სიმღერა და ნამღერი არ იყოს მაინცდამაინც ინგლისურად.
- ამდენი სიმღერის ათვისება ასე მცირე დროში არ გიჭირთ?
- სამ დღეში ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ, რაზეც ადამიანები ერთ-ორი თვე მაინც მუშაობენ. თავად ზვიადს სამუშაოდ მხოლოდ ერთი დღე აქვს. მერე ყველანი ერთად განვიხილავთ და კონკურსანტებთან ერთად რეპეტიციებს გავდივართ.
- ფავორიტი არავინ გაყავთ?
- არა, ყველას თავისი სტილი აქვს და როგორც შეუძლია, ისე წარმოაჩენენ თავს.
- როგორც მუსიკოსი, როგორ შეაფასებთ სოფო ბათილაშვილს?
- ერთ-ერთი საინტერესო შემსრულებელია, მაგრამ ჯერ ბევრი რამ აქვს დასახვეწი. სასწაული გოგოა, საინტერესო ტიპაჟია, სცენაზე კარგად თამაშობს. მაყურებელის ყურადღებას სერიოზულად იქცევს. არადა, ჯერ მხოლოდ 18 წლის არის. რეპეტიციების დროსაც ძალიან მოწადინებულია, ყველაფერს ისრუტავს, როდესაც პედაგოგი ეუბნება. კონსტანტინეზე შემიძლია ვთქვა, რომ არანორმალურია, ისეთია, მას ფალშასაც რომ პატიობ, იმდენად კარგი ტიპია. პოზიტიური, ნიჭიერია, განსხვავებულია, განსხვავებული ტემბრი აქვს. რეპეტიციებზე შეიძლება იყოს კარგი და სცენაზე რას მოიმოქმედებს, არავინ იცის.
- სამ დღეში ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ, რაზეც ადამიანები ერთ-ორი თვე მაინც მუშაობენ. თავად ზვიადს სამუშაოდ მხოლოდ ერთი დღე აქვს. მერე ყველანი ერთად განვიხილავთ და კონკურსანტებთან ერთად რეპეტიციებს გავდივართ.
- ფავორიტი არავინ გაყავთ?
მუსიკოსი, რომელიც მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, კონკურსანტებს გვერდზეა
- არა, ყველას თავისი სტილი აქვს და როგორც შეუძლია, ისე წარმოაჩენენ თავს.
- როგორც მუსიკოსი, როგორ შეაფასებთ სოფო ბათილაშვილს?
- ერთ-ერთი საინტერესო შემსრულებელია, მაგრამ ჯერ ბევრი რამ აქვს დასახვეწი. სასწავლი გოგოა, საინტერესო ტიპაჟია, სცენაზე კარგად თამაშობს. მაყურებელის ყურადღებას სერიოზულად იქცევს. არადა, ჯერ მხოლოდ 18 წლის არის. რეპეტიციების დროსაც ძალიან მოწადინებულია, ყველაფერს ისრუტავს, როდესაც პედაგოგი ეუბნება. კონსტანტინეზე შემიძლია ვთქვა, რომ არანორმალურია, ისეთია, მას ფალშასაც რომ პატიობ, იმდენად კარგი ტიპია. პოზიტიური, ნიჭიერია, განსხვავებულია, განსხვავებული ტემბრი აქვს. რეპეტიციებზე შეიძლება იყოს კარგი და სცენაზე რას მოიმოქმედებს, არავინ იცის.
ბაბი, ამჟამად როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- სამი წელია, საქმე მაქვს სიმსივნესთან. 2015 წელს აღმოვაჩინეთ, ოპერაცია გავიკეთე და ქიმიების კურსიც ჩავიტარე. მერე იყო პაუზა, კონტროლის ქვეშ ვიყავი, თუმცა სიმსივნე სხვა ორგანიზმზეც გაჩნდა... ოპერაცია და "ქიმიები" ისევ დამჭირდა. იქიდან 8 თვის თავზე, მუცლის ღრუში კიდევ აღმოჩნდა რაღაცები და ახლა ქიმიოთერაპიას გავდივარ. 3-4 კურსი უნდა ჩავიტარო. მერე უკვე კომპიუტერული ტომოგრაფიის საფუძველზე გაირკვევა რაღაცები. თუ ქიმიოთერაპიამ მეტასტაზები ვერ მოაშთო, ოპერაცია საქართველოში არ კეთდება.
- ამ პერიოდში ასეთი სერიოზული დატვირთვით მუშაობა შეიძლება?
- არ შეიძლება, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, ამ რთულ სიტუაციაში ჩემთვის გამამხნევებელი ეფექტი აქვს, რომ დავწვე, მართლა კოშმარი იქნება. განტვირთვას საქმით ვახდენ