რა დავალება მისცა კალაძემ თავის მოადგილეს ყვითელი მიკროავტობუსების კონდინცირების საკითხთან დაკავშირებით? - კვირის პალიტრა

რა დავალება მისცა კალაძემ თავის მოადგილეს ყვითელი მიკროავტობუსების კონდინცირების საკითხთან დაკავშირებით?

დაიწყეთ მოლაპარაკებები ე.წ. ყვითელი მარშუტკების კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომ ზაფხულში კონდინცირების პრობლემა იყოს მოგვარებული და მერს და მერიას არ დასჭირდეს განმარტებების გაკეთება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და თავის მოადგილეს, მაია ბითაძეს და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს შესაბამისი დავალებები მისცა.

„ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მინდა დავავალო მაია ბითაძეს და ასევე სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს, ბატონ მამუკას, რომ დაიწყოთ მოლაპარაკებები ე.წ. ყვითელი მარშუტკების კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომ ზაფხულში კონდინცირების პრობლემა იყოს მოგვარებული და მერს და მერიას არ დასჭირდეს განმარტებების გაკეთება და მითითებების მიცემა, რომ ადამიანები იყვნენ კომფორტულ გარემოში და კომფორტულად შეეძლოთ მგზავრობა. ამიტომ გავალებთ, რომ დღესვე დაიწყოთ მოლაპარაკებები კომპანიასთან, რომ ეს პრობლემა არ გახდეს სალაპარაკო და არ მოგვიწიოს ხელმეორედ ამაზე ყურადღების გამახვილება. არის შესაძლებლობა და ელემენტარულია, რომ მგზავრებმა იმგზავრონ კომფორტულ გარემოში, ამიტომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს“, - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"