ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაზე სამი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის დროს სამი პირი დააკავეს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა, მსვლელობის დაწყებამდე "საქართველოს ეროვნული ერთობის" 2 წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 17 მაისს, თბილისში, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის დროს, მეტროსადგურების - "თავისუფლების მოედნისა" და "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ხოლო ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, მსვლელობის დაწყებამდე "საქართველოს ეროვნული ერთობის" 2 წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.