რუსთავში 10 წლის ბავშვი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა - მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია - კვირის პალიტრა

რუსთავში 10 წლის ბავშვი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა - მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია

რუსთავში მე-17 მიკრორაიონში უბედური შემთხვევა მოხდა. 10 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის აივნიდან გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, პაპუნა ბახტაძის განცხადებით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის უგონო მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ბავშვს მრავლობითი მოტეხილობები აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკულია", - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"