"პარლამენტარები ზოგჯერ ისეთ ვალდებულებებს გვაკისრებთ, რომელიც არ არის პირდაპირ ჩვენი ვალდებულება"
პარლამენტარები ზოგჯერ ისეთ ვალდებულებებს გვაკისრებენ, რაც არ არის პირდაპირ ჩვენი ვალდებულება, - ამის შესახებ საპარლამენტო მოსმენისას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. ამის მაგალითად შს მინისტრი თამბაქოსთან და ხმაურთან დაკავშირებულ რეგულაციებს ასახელებს.
"საპოლიციო სერვისებზე მოთხოვნა არ იზრდება მხოლოდ საქართველოში, იზრდება განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში. სამწუხაროდ, ქალბატონო გუგული თქვენ და ზოგ შემთხვევაში პარლამენტარებიც ზოგჯერ ისეთ ვალდებულებებს გვაკისრებთ, რომელიც არ არის პირდაპირ ჩვენი ვალდებულება. მაგალითად, თამბაქოს მოწევასთან ბრძოლა. რეალურად, საპატრულო პოლიცია ამაზე ხარჯავს ისეთ ენერგიას, დროს და რესურსს, რომელიც უნდა მოახმაროს სხვა რაღაცეებს. ისევე, როგორც ხმაურის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის საპატრულო პოლიციის ფუნქცია. თუმცა, ეს ის ამოცანებია, რაც უნდა იყოს გადაწყვეტილი, თუმცა ამას სხვანაირი მენეჯმენტი სჭირდება", - განაცხადა გახარიამ.
"ინტერპრესნიუსი"