"სერიოზულად გაგვიჭირდა. შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა არ გვქონდა, კლუბებში ჩანაწერების გაკეთებაში უცხოელი კოლეგები დაგვეხმარნენ"
კლუბებში ჩანაწერების გაკეთებაში შსს-ს უცხოელი კოლეგები დაეხმარნენ, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტროს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა არ ჰქონდა, რის გამოც სერიოზულად გაუჭირდა.
"4-5 თვეა მე იქ ვმუშაობ. როგორც კი გვქონდა ინფორმაცია, იმ წუთში დავიწყეთ ამ გამოწვევაზე პასუხი. სერიოზულად გაგვიჭირდა. ტექნიკური აღჭურვილობა არ გვქონდა. ჩვენი უცხოელი კოლეგები დაგვეხმარნენ იმისთვის, რომ ნორმალური ხმის და ნორმალური გამოსახულების ჩანაწერები გაგვეკეთებინა. ზოგიერთ კლუბში გადაღება კი არა, შესვლაც შეუძლებელია, საერთოდ არ ჩანს არაფერი. ამიტომ, ეს იყო საკმაოდ კარგად დაგეგმილი ღონისძიება", - განაცხადა გახარიამ.
"პარლამენტარები ზოგჯერ ისეთ ვალდებულებებს გვაკისრებთ, რომელიც არ არის პირდაპირ ჩვენი ვალდებულება"
"ინტერპრესნიუსი"