როგორი ამინდი იქნება საქართველოში 19-21 მაისს?
21 მაისს ქვეყნის უმეტეს რაიონებში წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი. როგორც „ინტეპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს და ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონებში, ძირითადად საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით 25–30 გრადუსის ფარგლებში იქნება.
21 მაისს, საქართველოს უმეტეს რაიონებში დღისით პერიოდულად მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი შესაძლებელია სეტყვა. შედეგად, დღისით ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და 24–26 გრადუსის ფარგლებში იქნება.